თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კუპრაძე - ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას, ვიმყოფებით მოქმედებაში

ნახვები: 471 ირაკლი კუპრაძე - ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას, ვიმყოფებით მოქმედებაში

ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისელებისთვის რეალურ გასაჭირზე ხმაური და ამ პრობლემების გადაწყვეტა, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიცია “ლელო - ძლიერი საქართველო” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ, დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

“დღეს ჩვენ ვიმყოფებით მარტივ მოცემულობაში, სადაც საქართველოსა და თბილისს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც უკავშირდება ჩვენი სიღარიბე, ჩვენი ავარიული სახლები. “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უსამართლობა, “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უკანონობა, შერჩევითი სამართალი, საჯარო მოხელეების დევნა და რეპრესია, მათი სამსახურებიდან გათავისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ წევრებზე ზრუნვა, უკავშირდება უკანონო მშენებლობები და ის ურბანული ჯოჯოხეთი, რომელიც დედაქალაქს მოუწყვეს. უკავშირდება ის მძიმე გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს, ჩვენს შვილებს წამლავს ყოველდღიურად, ის ჰაერი, რომელიც უმძიმესად არის დაბინძურებული. ამ პრობლემების სია უზარმაზარია.

მე მინდა დღეს, ჩვენს ორ მთავარ გუნდთან ერთად - “ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის” წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან ამ პრობლემების მოგვარებასთან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თქვენს კეთილდღეობასთან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თქვენს ახალ საცხოვრისთან, სუფთა ჰაერთან, სწორ სოციალურ მხარდაჭერასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, იმ ჯანდაცვასთან, რომელიც დღეს თბილისელებს სჭირდებათ, გამართულ ინფრასტრუქტურასთან, საცობების გარეშე ქალაქთან. ეს ადამიანები იქნებიან დაკავშირებული თქვენს ბედნიერებასთან, თქვენს კეთილდღეობასთან და წლების განმავლობაში თითოეულ იმ კანდიდატს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, აქვთ გამარჯვების რწმენა, კომპეტენცია და წლების განმავლობაში დამტკიცებული აქვთ ის, რისიც სჯერათ, საკუთარი განათლებით, საკუთარი ბრძოლით, სამოქალაქო აქტივიზმით, საჯარო სამსახურებში მუშაობითა და ა.შ.

ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას, ვიმყოფებით მოქმედებაში. თბილისის თითოეულ უბანში შევძლებთ, რომ დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა