პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

უკრაინა დაექვემდებარა ნაცისტური იდეოლოგიის გავლენას-პესკოვი

ნახვები: 441 უკრაინა დაექვემდებარა ნაცისტური იდეოლოგიის გავლენას-პესკოვი

რუსეთის მიზანი არაა უკრაინის ნაწილებად დაყოფა, ის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ცდილობს - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი Sky News Arabia-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინა 2014 წლის შემდეგ "ნაცისტური იდეოლოგიის ქვეყანაა" და მოსკოვი მეზობელი ქვეყნის "განთავისუფლებას ცდილობს".

"2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, უკრაინა დაექვემდებარა ნაციონალისტური იდეოლოგიის გავლენას. ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ იგი ამ იდეოლოგიისგან. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე გაიზარდა ნატოს ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. ჩვენი მიზანი არაა უკრაინის ტერიტორიების ნაწილებად დაყოფა, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები", - ამბობს პესკოვი.

კრემლის პრესმდივანი ასევე უარყოფს ზაპოროჟიეის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებას, რომელიც რუსული კონტროლის ქვეშ მოექცა.

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რაც შეეხება მასზე თავდასხმა არ მომხდარა და ის არ დაზიანებულა. რაც მოხდა, იყო პროვოკაცია უკრაინელი ნაციონალისტებისა და ექსტრემისტების მხრიდან, რომლებმაც შეტევა განახორციელეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე", - თქვა დიმიტრი პესკოვმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა