კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გრიგოლ გეგელია - ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას"

ნახვები: 470 გრიგოლ გეგელია - ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას"

„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის სრული პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება.

გეგელიას თქმით, ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ბრიუსელის მინიმალური პირობებიც კი შესრულდეს და ევროპისკენ დადებითი სიგნალი გაიგზავნოს.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მინიმალური პირობებიც კი, რომელიც ევროპულმა კავშირმა დააწესა, შესრულდეს. ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რადგან მისი ქმედებები განისჯება ცივილიზებულ მსოფლიოში. არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თუნდაც მინიმუმი შესრულდეს და ევროპისკენ დადებითი სიგნალი იყოს გაგზავნილი.

პირიქით, ვხედავთ სულ უფრო და უფრო მეტ პოლიტპატიმარს, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი. ვხედავთ რომ ახალი არჩევნები არ არის დანიშნული, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, რომელიც მიიღეს, არ არის უკან გაწვეული. პრაქტიკულად არაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა