თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი

ნახვები: 458 კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

მისი მონაცემებით, დაშავებულია 48 ადამიანი.

იერიშის შედეგად კიევში დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი. ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინაზე მასირებული იერიში 629 რაკეტისა და დრონის გამოყენებით მიიტანა, საიდანაც საჰაერო თავდაცვამ 589 გაანადგურა. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის არმიამ გაუშვა 598 „შაჰედის“ დრონი, საიდანაც 563 ჩამოაგდეს ან გაუვნებელყვეს, „კინჟალის“ ორი აერობალისტიკური რაკეტა, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, „ისკანდერის“ ცხრა ბალისტიკური რაკეტა, რომელთაგან საჰაერო ძალებმა შვიდი გაანადგურეს, ასევე გაშვებული 20 ფრთოსანი რაკეტიდან 18 ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დაფიქსირდა დარტყმები 13 ადგილზე, ნამტვრევები კი 26 ადგილას ჩამოვარდა. საჰაერო განგაში ჯერ კიდევ გრძელდება ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა