კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფრიდრიხ მერცი - პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება

ნახვები: 431 ფრიდრიხ მერცი - პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, არ შედგება, - „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ მერცმა საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება - ტრამპსა და პუტინს შორის გასულ კვირას ვაშინგტონში ყოფნისას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად“.

გერმანიის კანცლერი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასაც გამოეხმაურა.

„ასეთ უპრეცედენტო თავდასხმას უნდა ვუპასუხოთ. როგორც ჩანს, პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არ შედგება, პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს შორის გასულ კვირას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება“, - აღნიშნა მერცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა