კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბადრი ჯაფარიძე - სამართლებრივი ინსტიტუტები იქცნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად

ნახვები: 401 ბადრი ჯაფარიძე - სამართლებრივი ინსტიტუტები იქცნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად

სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში კანონიერებასა და სამართლიანობას უნდა იცავდნენ, თავად იქცნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობში მყოფი ბადრი ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.

ის სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს „პოლიტიკური დევნის მსხვერპლია“.

„ჩვენი თანამებრძოლების, ვეფხიას და ვასილის მიმართ გამოტანილმა დღევანდელმა უსამართლო განაჩენმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში კანონიერებასა და სამართლიანობას უნდა იცავდნენ, თავად იქცნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ცხადყოფს, რომ აღნიშნული საქმე არ ემყარება არც მტკიცებულებებს, არც სამართლის პრინციპებს და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

მინდა, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. გახსოვდეთ, თქვენი სიმტკიცე და მორალური უპირატესობა აუცილებლად გახდება საფუძველი დიდი საზოგადოებრივი ცვლილებებისა.

ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, ადამიანური ღირსებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის. ეს ბრძოლა არის ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო ემსახურება არა ხელისუფალს, არამედ სამართლის უზენაესობას.

საქართველო აუცილებლად იქნება დემოკრატიული სახელმწიფო!",- წერს ბადრი ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა