მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

ემანუელ მაკრონი - რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში

ნახვები: 439 ემანუელ მაკრონი - რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში

რუსეთმა კიდევ ერთხელ ჩამოაგდო ასობით დრონი და რაკეტა უკრაინის თავზე, განახორციელა განურჩეველი დარტყმები, მათ შორის საცხოვრებელ ტერიტორიებსა და მთავრობის შენობაზე, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ მშვიდობას. რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში. უკრაინის გვერდით, გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, - წერს მაკრონი.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა