Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან ბეჟაშვილი - დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს და ხალხმა ძალაუფლება საკუთარ ხელში უნდა აიღოს

ნახვები: 475 ლევან ბეჟაშვილი - დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს და ხალხმა ძალაუფლება საკუთარ ხელში უნდა აიღოს

4 ოქტომბერი არის საერთო სახალხო პროტესტის დღე – დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს და ხალხმა ძალაუფლება კონსტიტუციის შესაბამისად უნდა აიღოს საკუთარ ხელში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს მხარდამჭერებსა და წევრებს, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღონ.

„4 ოქტომბერი არის საერთო სახალხო პროტესტის დღე, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში და დააფიქსირებს თავის დამოკიდებულებას იმ დიქტატორული რეჟიმის მიმართ, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში აღარ არსებობს არც პარლამენტი, არც კანონები, არც სასამართლო, აუქმებენ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ყველა დემოკრატიული ნიშანი ფაქტობრივად გაუქმებულია. საზოგადოებას არაფერი დარჩენია, თუ არა გამოვიდეს ქუჩაში. 4 ოქტომბერი არის ის თარიღი, როდესაც ამ ე.წ არჩევნების, რუსული სპეცოპერაციის კვალდაკვალ გამოვა ქუჩაში და დააფიქსირებს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე დიქტატორულ რეჟიმთან მიმართებაში.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 4 ოქტომბერი არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული დღე. ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს პარტიის წევრებს, როგორც ყველა საზოგადოების წევრი მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის საპროტესტო ღონისძიებაში, ასევე, ჩვენმა პარტიის წევრებმა, აქტივისტებმა მიიღონ მონაწილეობა ამ პროტესტში და ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ქართველი ხალხი იქნება. ქართველი ხალხის პროტესტი ჩვენ მიერ ასევე გაჟღერდება 4 ოქტომბრის საპროტესტო ღონისძიებაზე. მიზანი 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი - დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს. ხალხმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა აიღოს ძალაუფლება თავის ხელში. როდესაც დიქტატორული რეჟიმი უგულებელყოფს ხალხის უფლებას არჩევნებზე, სასამართლოზე, როდესაც აუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, კანონების მიღება ხდება იმის და მიხედვით „ქართულ ოცნებას“ რა პოლიტიკური ველის მოსუფთავება სჭირდება. ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, არ არსებობს კანონიერება, აქვთ ვალდებულებაც და უფლებაც, რომ გამოვიდნენ და თავისი პროტესტი დააფიქსირონ. 4 ოქტომბერს დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი არ იმსახურებს დიქტატორულ რეჟიმს!“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა