კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ლელო" მოუწოდებს შს სამინისტროს დაწყებამდე აღკვეთოს ძალადობის ყველა გამოვლინება

ნახვები: 462 "ლელო" მოუწოდებს შს სამინისტროს დაწყებამდე აღკვეთოს ძალადობის ყველა გამოვლინება

მეორე დღეა მელიქიშვილის გამზირზე, "ქართული ოცნების" ოფისში, კახა კალაძეს მობილიზებული ჰყავს ქუჩის ზონდერები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს. 

ფიზიკური დაპირისპირების და პროვოკაციის საფრთხე  იზრდება და ისევე როგორც გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ხელისუფლების მიერ მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ძალადობას უმოქმედობით პასუხობს. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები შეუფერხებლად ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც არსებობდა ყველა გარემოება ამ პირთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყებისათვის. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არცერთი მოძალადე არ არის დაკავებული, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამ მოძალადე ჯგუფების ხელისუფლებასთან კავშირს და მიუთითებს პოლიციისთვის მიცემულ პირდაპირ დავალებაზე - არ დააკავონ მოძალადეები.

"ძლიერი საქართველო - ლელოს" პოლიტიკური გუნდი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაწყებამდე აღკვეთოს ძალადობის ყველა შესაძლო გამოვლინება და დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელი დაპირისპირების შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება შინაგან საქმეთა ე.წ მინისტრსა და სამინისტროს პირად შემადგენლობას!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა