ჩარლი კირკი მოკლეს
სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ
თინა ხიდაშელი - “ქართულმა ოცნებამ” აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი - “ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა
სტივ კოენი - “ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა
ჯო უილსონი - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია
გერმანიის საგარეო უწყება - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის შესახებ ცრუ ნარატივები და შეცვალოს მიმდინარე პოლიტიკური კურსი
დონალდ ტრამპი - ცხოველი, რომელმაც ასე ძალადობრივად მოკლა ახალგზარდა უკრაინელი ქალი, სწრაფად უნდა გაასამართლონ და მხოლოდ სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ

თინა ხიდაშელი - “ქართულმა ოცნებამ” აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება

11.09.2025 ნახვები: 207

"ქართულმა ოცნებამ” აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიაში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ჩინურ კომპანიებს მიმართა, მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკა “შუა დერეფანში”. ამ კონტექსტში მან ანაკლიის პორტი ახსენა.

“თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის. და, სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ - “ქართულმა ოცნებამ” - აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, ნაცვლად წინააღმდეგობისა.

მათ ძირი გამოუთხარეს ინსტიტუტებს, არჩევნები გააყალბეს, განსხვავებული აზრის კრიმინალიზება მოახდინეს, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ქართველი ხალხის ნების დაცვაზე, რომელიც მათ საარჩევნო ურნასთან გამოხატეს.

“ქართულმა ოცნებამ” კავშირები გააღრმავა ავტორიტარულ ძალებთან. მათ ჩინურ კომპანიებს დაუძახეს, მაშინ როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკეს “შუა დერეფანში” შესაძლებლობებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” სახელმძღვანელოს დონის შემთხვევა შექმნა ანაკლიის პორტზე, საიდანაც ამერიკულ-ქართული კონსორციუმი გააგდეს და ჩინურ კომპანიას მიეცა პირობა, რომ მოსულიყო. საბედნიეროდ, ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ “ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან ძლიერი ინტერესია, რომ გზა გაუხსნან ამ ჩინურ კომპანიას”, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით , "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი კავშირშია ჩინურ ბიზნესებთან და კონკრეტული შემთხვევები დაასახელა.

"მტკიცებულებზე დაყრდნობით კვლევა არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ბატონი ივანიშვილი პირადად არის ჩართული ჩინურ ბიზნესებში. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გამოვიძიეთ, 2018 წელს დაიწყო და ეხებოდა ძალიან ცნობილ ჩინურ კომპანიას CFC-ის, ზოგიერთს გემახსოვრებათ.

ეს კომპანიაა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი აქ დააკავეს ნიუ-იორკის აეროპორტში, როდესაც ნაღდი ფული დიდი რაოდენობა გადაჰქოდა და გაეროს მაღალჩინოსნების მოსყიდვას ახდენდა. ეს არის კომპანია, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს საქართველოში და ივანიშვილის ოფშორული კომპანიები - სადაც მისი სახელი ჩანს, ძალიან გამჭვირვალეა, ფურცელზეა - დაკავშირებული იყვნენ. ასევ დაიწყო ყველაფერი. ასე დაიწყო საქართველოს ჩინურ ორბიტაზე მოხვედრა - ამ დიდი გარიგებით ფოთში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტია. ივანიშვილი დაუკავშირდა ამ ძალიან ცნობილ კორუმპირებულ ჩინურ კომპანიას მას შემდეგაც კი, რაც ეს ხალხი აქ ნიუ-იურკში დააპატიმრეს. მას შემდეგად კი, რაც გამოძიებები იყო მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში. მათ მაინც გააგრძელეს მათთან თანამშრომლობა. და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, მაგრამ შემთხვევაა, რომელიც კარგად დოკუმენტირებული და გამოძიებულია" , - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა