თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ხაბეიშვილი - კაკო ყაჩაღი ვარ? - ეს არის პოლიტიკური პროცესი, არ არსებობს არანაირი ქრთამი, გადატრიალება და დამხობა - 4 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ

ნახვები: 486 ლევან ხაბეიშვილი - კაკო ყაჩაღი ვარ? - ეს არის პოლიტიკური პროცესი, არ არსებობს არანაირი ქრთამი, გადატრიალება და დამხობა - 4 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ

ბრალი, რომელიც დამხობას ეხება - სად გინახავთ დამხობა იარაღის გარეშე? სად გინახავთ ლევან ხაბეიშვილის შეიარაღება? კაკო ყაჩაღი ვარ?,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე იქამდე განაცხადა, სანამ მოსამართლე სხდომას დახურავდა.

როგორც მან აღნიშნა, ის არც ერთ მის განცხადებას არ ემიჯნება.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჟანდარმერიის თანამშრომლებმა, ჩემი დაკავება მოახინდეს, თქვენ უნდა გესმოდეთ, არ არსებობს არანაირი ფაქტი, გარდა ჩემი პოლიტიკური განცხადებისა. მინდა გავიმეორო, ეს არის ჩემი პოლიტიკური დაპირება, მე გავაცანი საზოგადოებას ჩემი პარტიის დაპირება - 200 000 დოლარი იმათთვის, ვინც ხალხს არ აწამებს.

მე უკანონოდ სახის ძვლები დამამტვრიეს, თავი გამიტეხეს, ბატონო პროკურორო, ერთი ადამიანი დაგიკავებიათ? უამრავი, ასობით ნაცემი ადამიანია, ხალხს სკალპები ახადეს. ვინმე დააკავეთ?

სადმე ნახეთ, ვიღაცას ყურში, ე.წ. პადვალში ვეუბნებოდი რამეს? საჯაროდ განვაცხადე, ამ ინიციატივას ასობით ადამიანი შეუერთდა, ადექით და დაიჭირეთ ყველა. თუ კანონს ვარღვევდი 2 თვის წინ, აქამდე რას აკეთებდით, რატომ არ დამაკავეთ, მადროვეთ ჯიბეზე ხელს სანამ გავიკრავდი?

დიახ, ბიუჯეტიდან ჯილდო არის აბსოლუტურად ნორმალური, როცა ადამიანებს ეუბნები, ნუ აწამებთ ადამიანებს უკანონოდო? ყველა ჩემი მითხოვნა კონტიტუციის, ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდებოდა. ლევან ხაბეიშვილი არის აქტივისტი, რომელიც კორუფციას 13 წელია ებრძვის, მათ პროპაგანდას უნდოდა ეთქვა, ხაბეიშვილმა ქრთამი შესთავაზაო, ეს ბრალი დაწერეს მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ეწეროს ქრთამი, ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. 13 წელია რეჟიმს კორუფციაზე ვებრძვი და ბოლოს ქრთამი ჩამიწერეს ბრალში.

ხაბეიშვილს მილიარდელი კეზერაშვილი აფინანსებსო, სად არის ეგ მილიარდები? რატომ ვერ იპოვეთ? ისედაც ვიცი, რომ ციხეში უნდა გამიშვათ, მალაპარაკეთ.

2 თვე ვერ შეგაწუხებთ და მომეცით უფლება, საზოგადოებას მინდა ვესაუბრო.

გადავდივარ მეორე ბრალზე. როგორ შეიძლება კონსტიტუციის დაცვა, ადამიანის ძვლების არ დალეწვის მოწოდება იყოს დანაშაული? მე, პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი, ჩემი ხალხისთვის ვიბრძვი და მოვა დრო, როცა ღირსეული ანაზღაურება ექნებათ ამ ადამიანებს.

ვინ მასამართლებს? ხალხი, ვინც თითო სოფელს 5 მილიონს დაპირდა, ასევე პენსიას 1000 ლარს... ღირსეული პოლიციელების ჯილდო, თურმე, ქრთამია. ... ქრთამი ჩემთვის პატიმრობაზე დამამცირებელია.

ბრალი, რომელიც დამხობას ეხება - სად გინახავთ დამხობა იარაღის გარეშე? სად გინახავთ ლევან ხაბეიშვილის შეუარაღება? კაკო ყაჩაღი ვარ? ერთი სული გაქვთ, დილეგში ჩამაგდოთ და მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება...

მოსამართლეს მინდა ვუთხრა და საზოგადოებას, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

ხალხნო ამათმა წააგეს, ეს არის მარცხი. ნუ გეშინიათ ნურაფრის, ეს არის პოლიტიკური პროცესი, არც ერთ ჩემს განცხადებას არ ვემიჯნები. არ არსებობს არანაირი ქრთამი და არანაირი გადატრიალება, დამხობა. ხელისუფლებას არ აქვს უფლება, არ დაუჯეროს ხალხს. 4 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ! ვინც გეუბნებათ, რომ ეს 4-ში კი არა, 9-ში უნდა იყოს, ის არის არარაობა",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

სწორედ მის ამ განცხადებას და მიმართვას მოჰყვა სხდომათა დარბაზში მყოფი პირების მხრიდან ტაში და ოვაციები, რის გამოც მოსამართლემ პროცესი დახურა, მათ შორის, მედიისთვისაც.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა