თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შსს-მ ელენე ხოშტარიას მიმართ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნახვები: 373 შსს-მ ელენე ხოშტარიას მიმართ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

"სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - წერია განცხადებაში.

მანამდე, თავად "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის საარჩევნო ბანერს აწერს: "რუსული ოცნება" და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ კი 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი - რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს, რომ რუსების მონაა! - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, რომელმაც დღეს დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა გააკეთა სახელწოდებით: „რუსი“.

როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, მისთვის საინტერესო არ არის რა რეაგირება ექნებათ, ვინაიდან, მისივე თქმით, „ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს“.

„პირველი: ზოგადად, აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, უნდა გამოხატო აზრი, რომ მიგაჩნია, კალაძე არის რუსი. ეს არ უნდა ისჯებოდეს.

მეორე: მეგი დიასამიძის დაჭერა იყო ჩემთვის მოტივაცია. ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა.

მესამე: რა რეაგირება ექნებათ არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ არ დაგიჭერენ. არ მაინტერესებს, რას გადაწყვეტენ, რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძეს რომ რუსების მონაა. დაცვის ბიჭი გამოვიდა, პოლიცია იქ არ იყო ადგილზე, ხელი ვერ შემიშალეს, რაც მინდოდა, ის დავაწერე“,- აღნიშნავს ხოშტარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა