კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა და ჩემგანაც ექნება-რასა იუკნევიჩენე

ნახვები: 441 საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა და ჩემგანაც ექნება-რასა იუკნევიჩენე

საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა ექნება ჩემგანაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თითოეული ქვეყანა იქნება შეფასებული ინდივიდუალურად. როგორც რასა იუკნევიჩენე ამბობს, ეს პროცესი ერთ დღეში არ დასრულდება.

„600-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას იმ ჩანაწერით, რომ ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს დისკუსიები უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებზეც. რასაკვირველია, საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა ექნება ჩემგანაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ. ეჭვი არ მეპარება ქართველ ხალხში, მაგრამ ეჭვები მაქვს არსებული ხელმძღვანელობის მიმართ. მათი ქმედებები ყოველთვის არ არის ევროპული. რასაკვირველია, მხარს დავუჭერ საქართველოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის პროცესი, რომელიც ხვალვე არ დასრულდება და ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქვეყანა იქნება შეფასებული ინდივიდუალურად", - განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა