კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრ პაველი - ნატო-მ რუსეთის მხრიდან დარღვევებს შესაბამისად უნდა უპასუხოს, მათ შორის, სამხედრო გზით

ნახვები: 517 პეტრ პაველი - ნატო-მ რუსეთის მხრიდან დარღვევებს შესაბამისად უნდა უპასუხოს, მათ შორის, სამხედრო გზით

ვლადიმერ პუტინი და რუსეთი ისე მოიქცევიან, როგორც ნებას დავრთავთ. თუ სიტყვიერად დავგმობთ, მინიმუმამდე დავიყვანთ ან გავაუბრალოებთ რუსეთის ქცევას, ეს პროვოკაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მიმდინარე კვირაში რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასა და რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ის, რაც ბოლო დღეებში პოლონეთსა და ესტონეთში მოხდა და რაც ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში ხდება, ყველას გვაწუხებს, რადგან თუ ერთიანობას არ შევინარჩუნებთ, ადრე თუ გვიან ეს ჩვენც დაგვემართება. ეს ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ესკალაციაა, რაზეც პასუხისმგებელი აშკარად რუსეთია. უნდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ უახლესი მაგალითია რუსეთის ქმედებებისა, რომელიც დიდი ხანია ასე იქცევა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი არა მხოლოდ აგრესიულ ომს აწარმოებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ ნატო-ს ქვეყნების უპრეცედენტო პროვოცირებას ახორციელებს.

„რუსეთი ცდილობს არა მხოლოდ ისეთი პასუხის პროვოცირებას, რომლის გამოყენებასაც შემდეგ საკუთარი ინტერესებისთვის შეძლებს, არამედ იმასაც, რომ გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე და უნარი, დავიცვათ თავი ასეთი პროვოკაციებისგან. ეს სრულიად უპასუხისმგებლო საქციელია, რადგან საჰაერო სივრცის დარღვევა თავდაცვის მექანიზმების გააქტიურების საბაბია, კერძოდ, ასეთი თვითმფრინავის ჩამოგდების. რა თქმა უნდა, ამას არავინ ისურვებდა არც ჩვენს მხრიდან და არც რუსეთში“, - განაცხადა პეტრ პაველმა.

მისი თქმით, ნატო-მ მტკიცედ უნდა იმოქმედოს და თუ დარღვევები მოხდება, შესაბამისად უპასუხოს, მათ შორის, სამხედრო გზით.

„ვლადიმერ პუტინი და რუსეთი ისე მოიქცევიან, როგორც ნებას დავრთავთ. თუ სიტყვიერად დავგმობთ, მინიმუმამდე დავიყვანთ ან გავაუბრალოებთ რუსეთის ქცევას, ეს პროვოკაციები გაგრძელდება. მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ და თუ დარღვევები მოხდება, შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ, მათ შორის, სამხედრო გზით. რუსეთი ძალიან სწრაფად მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და ზღვარს გადავიდა. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტის ზღვარზე დაბალანსებაა, მაგრამ ბოროტების წინაშე დანებება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა