კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი - უნდა ვიპოვოთ გზა, რომ რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ

ნახვები: 425 ემანუელ მაკრონი - უნდა ვიპოვოთ გზა, რომ რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში გამარჯვების მოპოვება და ნატო-ს სისუსტე სურს.

„ძალიან ცხადია, რუსეთი ევროპაში დესტაბილიზაციის გამომწვევი და აგრესიული ძალაა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ გააძლიერეს თავდასხმები კიევზე და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირეს. გაანადგურეს უკრაინის მთავრობის ოფიციალური შენობები, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და ევროკავშირის შენობები. ამავდროულად, იმავე კვირების განმავლობაში, მათ დაარღვიეს პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე. აქ შეცდომა არ არის. არსებობს მხოლოდ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მაქსიმალური ტერიტორიების განადგურებას, უკრაინაში გამარჯვების მოპოვებას და უბრალოდ იმის ხაზგასმას, რაც მათ სურთ - ნატო-ს სისუსტე“, - აღნიშნა მაკრონმა CBS-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი იყო და რჩება უკრაინაში მშვიდობის დამყარების ერთგული, მაგრამ ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ამ ნაბიჯს შეუერთდეს.

„რუსები ზრდიდნენ თავდასხმებს დონბასში, მაგრამ არა მხოლოდ დონბასში, ერთი მხრივ, აძლიერებდნენ პროვოკაციებს, მეორე მხრივ კიევზე თავდასხმებს ახორციელებდნენ. ასე რომ, მე უბრალოდ ვუყურებ ფაქტებს და თქვენი პრეზიდენტიც ასევე უყურებს ფაქტებს. ახლა რა ვქნათ? ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ“, - აღნიშნა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა