კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა

ნახვები: 459 ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა

ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერმა Collins Aerospace-მა, რომელზედაც კიბერშეტევა განხორციელდა, დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მუშაობს დაზარალებულ აეროპორტებთან და სრული ფუნქციონირების აღსადგენად საჭირო განახლებების დასრულების საბოლოო ეტაპზეა.

ბრიუსელის აეროპორტის წარმომადგენელის მტკიცებით, Collins Aerospace-ს ჯერ არ მიუწოდებია სრული ფუნქციონირების აღსადგენად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხო, განახლებული ვერსია, რის გამოც აეროპორტმა ორშაბათს რეისების გაუქმება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის აეროპორტმა კვირას დაგეგმილი 257 რეისიდან 50 გააუქმა, შაბათს კი - 234 გამავალი რეისიდან 25.

ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტმა კვირას განაცხადა, რომ გარკვეული პრობლემები კვლავ არსებობდა.

ჰითროუს აეროპორტმა კვირას დილით განაცხადა, რომ რეგისტრაციის სისტემის შეფერხების შემდეგ სამუშაოების აღდგენა გრძელდება და რომ „რეისების დიდი უმრავლესობა სრულდება“.

ავიაციის მონაცემთა პროვაიდერის, Cirium-ის ანალიზის თანახმად, ჰითროუს აეროპორტში შეფერხებების მაჩვენებელი დაბალი იყო, ბერლინში - ზომიერი, ხოლო ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობდა.

ცნობისთვის, პარასკევს, ჰაკერებმა RTX-ის (RTX.N) საკუთრებაში არსებული რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერი Collins Aerospace-ზე თავდასხმა განახორციელეს, რამაც ლონდონის ჰითროუს, ბერლინის აეროპორტსა და ბრიუსელის აეროპორტში ოპერაციები შეაფერხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა