კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ნადირაძე - ჩვენს გვერდით არიან მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს

ნახვები: 530 ირაკლი ნადირაძე - ჩვენს გვერდით არიან მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს

ჩვენს გვერდით არიან მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს, ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი სამხედროების მოწოდებაზე.

მისი თქმით, 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე.

„განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო იმ ადამიანებისგან სოლიდარობის და მხარდაჭერის მოსმენა, ვინც თავისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის მზად იყო, რომ საქართველოსთვის ნასროლი ტყვიისთვის საკუთარი მკერდი შეეშვირათ. უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც 4 ოქტომბერს იქნებიან რუსთაველზე, ჩვენ ვიქნებით ასობით ათასი, ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენს გვერდით არიან ასეთი მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს, ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ამ მაგარ პატრიოტ ბიჭებთან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრაციაში მყოფი ვეტერანებმა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს მიმართეს მოწოდებით, შეასრულონ ფიცი, ემსახურონ საქართველოს და არა ხელისუფლებას.

ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა გაავრცელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა