კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კუპრაძე - "ქართული ოცნების" ლიდერები იყენებენ, რომ ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, რატომ ხდება ეს?

ნახვები: 448 ირაკლი კუპრაძე - "ქართული ოცნების" ლიდერები იყენებენ, რომ ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, რატომ ხდება ეს?

„ლელო ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე “ქართულ ოცნებას“ მისი კოალიციის კანდიდატებზე და მხარდამჭერებზე ზეწოლაში, დაშინებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.

ირაკლი კუპრაძე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატის ზამურ ჭითანავას მიერ საკუთარი კანდიდატურას „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნას.

მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა, რომელსაც ოპოზიცია ბოლომდე გააგრძელებს:

"ჩვენთან ერთად მყოფ მოქალაქეებს ყოველ დღე უწევთ უზარმაზარი წნეხის გავლა და, ხშირად, "ქართული ოცნების" ლიდერები იყენებენ, რომ აი, ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, კანდიდატურა მოხსნა და რატომ ხდება ეს იცით? პასუხი რა არის: უნდა ივანიშვილს ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა თუ არ უნდა? არ უნდა. და იმიტომ ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს, იმიტომ ცდილობს, რომ მოისყიდოს, იმიტომ ცდილობს, რომ დააშინოს ჩვენი გულშემატკივრები და მხარდამჭერები და რეგიონებში ისინი ყველაზე მეტად დაუცველები არიან. ეს არის ბრძოლა, მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ ბრძოლისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ - არასოდეს დანებდეთ და მოდით არჩევნებზე" - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა