კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რადოსლავ სიკორსკი - იმპერიების ხანა დასრულდა

ნახვები: 466 რადოსლავ სიკორსკი - იმპერიების ხანა დასრულდა

რუსეთის მიერ პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცების დარღვევები საეჭვოა, რადგან ისინი წარმოადგენენ ჰიბრიდული ომის ესკალაციას, რომელსაც რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ წლებია აწარმოებს, - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკის გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ესტონეთის მოთხოვნით გაიმართა.

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს აკისრია პასუხისმგებლობა, გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ასეთი პროვოკაციების მიღება არ მოხდება და ის სოლიდარობას უნდა უცხადებდეს ესტონეთს, რუმინეთს, პოლონეთს და ყველა იმ ქვეყანას, რომელთა სუვერენიტეტსაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მხრიდან სისტემატური აგრესია.

„რუსეთის წარმომადგენლებს უნდა ვუთხრა: ვიცით, რომ არ გაინტერესებთ საერთაშორისო სამართალი და არ შეგიძლიათ მშვიდობიანად იცხოვროთ მეზობლებთან. თქვენი გიჟური ნაციონალიზმი შეიცავს ბატონობის სურვილს, რომელიც არ შეწყდება მანამ, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია არ აღდგება. ყოველი დრონით თავდასხმა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირები ახორციელებენ, ღმერთმა დალოცოს ისინი, ამ დღეს აახლოებს. თქვენი სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე ათი წელია დონბასის დაპყრობასაც კი ვერ ახერხებს. მაგრამ რუსეთის კრიმინალური, კატასტროფული შეცდომების პოტენციალი კვლავ არსებობს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი თქმით, თუ პოლონეთის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრება რუსული რაკეტა, ან თვითმფრინავი, ჩამოაგდებენ.

„რუსეთის მთავრობისადმი მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. თუ კიდევ ერთი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოვა ჩვენს სივრცეში ნებართვის გარეშე, განზრახ ან შეცდომით, და ჩამოაგდებენ და ნამსხვრევები ნატო-ს ტერიტორიაზე მოხვდება, გთხოვთ, ნუ მობრძანდებით აქ ამის გამო წუწუნისთვის. გაფრთხილებული ხართ”, - აღნიშნა სიკორსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა