კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კუპრაძე - როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა

ნახვები: 482 ირაკლი კუპრაძე - როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა

„კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წინააღმდეგ ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა ხორციელდება. ჩვენი წარმომადგენლები, მხარდამჭერები, მაჟორიტარობის კანდიდატები, მერობის კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან უმძიმესი წნეხის ქვეშ სუს-ის და რუსული რეჟიმის მხრიდან - ამ ის შესახებ განცხადება დღეს „კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ მერობის კანდიდატმა ირკალი კუპრაძემ განაცხადა.

საუბარია, კოალიციის ბოლნისის მერობის კანდიდატზე, ასეფ ჩირაგოვზე, რომელმაც, კუპრაძის თქმით, კიანდიდატურა „ოცნების“ ზეწოლის შედაგად მოხსნა.

„ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მამუკა მდინარაძე, სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს „ძლიერ საქართველო-ლელოზე“ და მის წარმომადგენლებზე, მის კანდიდატებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

გუშინ, პროპაგანდისტულმა „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ძირითადი პოლიტიკური აქტივობა პროპაგანდაზე დგას, სიახლე გამოაქვეყნა, თითქოს, ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასეფ ჩირაგოვმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა.

ასეფ ჩირაგოვი წლების განმავლობაში იყო ჩვენი პარტიის, „ლელოს“ წევრი, ის წლების განმავლობაში ბოლნისიდან დადიოდა საპროტესტო აქციებზე, მათ შორის, ახერხებდა ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივ ჩამოყვანას, აქტიურობას, ჩართულობას საპროტესტო აქციებში.

4 დღის წინ, ასეფ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, შეხვდა და გზავნილი გადმოგვცა, რომ მასთან მისი უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი იყო მისული, რომელმაც მას თანხის დასახელება შესთავაზა კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასეფ ჩირაგოვის პასუხი უარყოფითი იყო, მისი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ იყო და სავარაუდოდ, რჩება კრიტიკული. მას „ქართული ოცნება“ რუსულ რეჟიმად მიაჩნია და გაგვაფრთხილა, რომ „ქართული ოცნება“ სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს.

4 დღის შემდეგ, ასეფ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა. ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა, უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ზეწოლა, წნეხი, სუს-ის შანტაჟი ბევრად უფრო მძიმეა“ - განაცხადა კუპრაძემ.

მისივე თქმით, კვლავაც არის მოსალოდნელი შანტაჟი და მუქარა, თუმცა, კუპრაძე ამბობს, რომ აუცილებლად მოხდა მათი იდენტიფიცირება, ვინც ამ ზეწოლასა და შანტაჟში მონაწილეობს.

„ჩვენ ველოდებით კიდევ შანტაჟის, მუქარის გაგრძელებას ჩვენს წევრებზე, მაგრამ ასევე ცხადად ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას არც ერთი მიმართულებით მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს მამუკა მდინარაძის სუს-ი, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი და კახა კალაძის ის კრიმინალური ბანდა, რომელიც თბილისის ქუჩებში დაძრწის და ცდილობს ჩვენს აქტივს ხელი შეუშალოს პოლიტიკურ კამპანიაში და საქმიანობაში. მადლობა მინდა გადავუხადო მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეულ რეგიონალურ აქტივისტს, კანდიდატს, მაჟორიტარს, მერობის კანდიდატს, რომელიც მტკიცედ დგას მიუხედავად იმისა, რომ მათ თავზე „ქართულმა ოცნებამ“ დაატრიალა ძალადობის, შანტაჟის, მუქარის, მოსყიდვის მძიმე მაჩვენებელი. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ თითოეული იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც ამ ზეწოლაში და შანტაჟში მონაწილეობს“ - განაცხადა კუპრაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა