კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უსაფრთხოების გარემო კონტროლს ექვემდებარება-სუს-ი

ნახვები: 387 უსაფრთხოების გარემო კონტროლს ექვემდებარება-სუს-ი

ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასიური და უკონტროლო შემოდინების შესახებ. მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოს სახელმწიფო, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების სუვერენულ უფლებას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად.

„ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასულ წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას.

საქართველოს სახელმწიფო, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების სუვერენულ უფლებას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად", - აცხადებენ სუს-ში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა