პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხით იმუქრება
ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ
ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“
გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

ირაკლი კუპრაძე - 2020 წელს კახა კალაძე დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი, 5 წლის შემდეგ იპოდრომი გახრიოკებულია

ნახვები: 431 ირაკლი კუპრაძე - 2020 წელს კახა კალაძე დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი, 5 წლის შემდეგ იპოდრომი გახრიოკებულია

2020 წელს კახა კალაძემ გააკეთა პრეზენტაცია გააკეთა, სადაც დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი, 5 წლის შემდეგ იპოდრომი გახრიოკებულია - კალაძე უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისი მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის თქმით, 4 ოქტომბერს „არჩევანი ნათელია“.

„კახა კალაძე უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე. 2020 წელს კალაძის მიერ იპოდრომთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი, კიდევ ერთი დასტურია, როგორ მოატყუა კალაძემ, კორუფციაში მრავალგზის ბრალდებულმა, მატყუარა მერმა თბილისელები. უკვე 5 წელი გავიდა 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ჩვენს უკან არის იპოდრომი, რომელიც ისევ გახრიოკებულია. მივმართავ თბილისელებს, 2020 წელს კახა კალაძე გამოვიდა პირდაპირ ეთერში, ამ კლიპის პრეზენტაცია გააკეთა, სადაც დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი. მოწყობილი იქნებოდა სხვადასხვა სარეკრეაციო ზონა, სხვადასხვა მრავალფუნქციური შინაარსით, მაგრამ მოგატყუათ. დღეს ჩვენ უკან ისევ გახრიოკებული იპოდრომია, ე.წ. ცენტრალური პარკი.

კახა კალაძემ თბილისელებს ასევე, ის მოგატყუათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისელებს იპოდრომი საჩუქრად გადასცა. ამის შედეგად, ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ყველაზე მნიშვნელოვანი სატყეო ნაწილი, 80 145 კვადრატული მეტრი 85 მილიონ ლარად მიყიდა ძმებ ფხაკაძეებს და მათ სამშენებლო კომპანიას, ე.წ. ვისოლ ჯგუფს.

ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ „ანტიქართული ოცნება“, მისი თბილისის მერი, კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი ყოველ არჩევნებზე გატყუებთ, გთავაზობთ პროპაგანდას, რომ თითქოს, ივანიშვილი საჩუქრად თბილისელებს რაღაცას გადასცემს. პარალელურად, ფულს აკეთებს იმ სიკეთეზე, რომელიც თავის დროზე უკანონოდ ჩაიგდო ხელში. მსგავსი ტყე-პარკის გასხვისება და მიყიდვა კერძო პირებისთვის, უკანონო და დანაშაულია. ფაქტია, რომ თავის დროზე ივანიშვილმა დანაშაულებრივად ჩაიგდო ხელში იპოდრომის ტყე-პარკი.

შესაბამისად, არჩევანი არის ნათელი. 4 ოქტომბერს დილით, უნდა წახვიდეთ საარჩევნო უბანზე, მხარი დაუჭიროთ პროდასავლურ ოპოზიციას, უარი უთხრათ რუსულ რეჟიმს. შემდეგ, გააგრძელოთ საპროტესტო მუხტში და წინააღმდეგობაში მონაწილეობა ბოლომდე, სანამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და „ანტიქართული ოცნება“ ხელისუფლებას არ ჩამოშორდება“,- განაცხადა კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა