კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელი - „ჰოლიდეი ინნ-ში“ სტუმარი ოთახში მარტო იმყოფებოდა, არ გამოდიოდა, დაცვას გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა დაურეკა პოლიციას და ის პოლიციამ გამოიყვანა

ნახვები: 477 „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელი - „ჰოლიდეი ინნ-ში“ სტუმარი ოთახში მარტო იმყოფებოდა, არ გამოდიოდა, დაცვას გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა დაურეკა პოლიციას და ის პოლიციამ გამოიყვანა

„აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენლის ანასტასია ზურაბიშვილის განცხადებით, პირი, რომელიც პოლიციამ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“ დააკავა, ნომერში მარტო იმყოფებოდა. ამის შესახებ ანასტასია ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი საქართველოს მოქალაქე იყო თუ არა, ამის თაობაზე სასტუმროს ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს.

„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ სტუმარი იმყოფებოდა ოთახში მარტო, არ გამოდიოდა სასტუმროს ოთახიდან, დაცვას გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა დაურეკა პოლიციას და შემდეგ უკვე პოლიციამ გამოიყვანა ეს ადამიანი. როგორც ვიცი, ადგილზე არის პოლიცია, ოთახში არის შესული და მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება სროლას, სროლასთან დაკავშირებით ვერ ვადასტურებ, არ მაქვს ეს ინფორმაცია. უბრალოდ, თვითონ ამ ადამიანს check out-ის დრო ჰქონდა და არ გამოვიდა თავისი ნებით. ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახური მივიდა, რადგან საკუთარი ნებით არ გამოვიდა [პირი ნომრიდან], ამიტომაც გახდა საჭირო პოლიციაში დარეკვა. ეს ადამიანი მარტო იყო”, - განაცხადა ანასტასია ზურაბიშვილმა.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში მომდართან დაკავშირებით მედიასთან ერთ-ერთმა დამსვენებელმა ისაუბრა.

„დავინახე, რომ პოლიციამ მამაკაცი დააკავა. რა მოხდა, არ ვიცი. არ გამიგია სროლა, მე დავინახე მხოლოდ ის, რომ მოვიდა პოლიცია და დააკავა ეს მამაკაცი. მომხდარის, დაკავების მიზეზი არ ვიცი", - განაცხადა უცხოელმა დამსვენებელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასტურმო „ჰოლიდეი ინნ"-ში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა