თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კუპრაძე - პრობლემაა, რომ ბავშვების დიდი ნაწილი საგაკვეთილო პროცესების დროს შიმშილობს

ნახვები: 470 ირაკლი კუპრაძე - პრობლემაა, რომ ბავშვების დიდი ნაწილი საგაკვეთილო პროცესების დროს შიმშილობს

თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ნაძალადევის რაიონში ბრიფინგი გამართეს და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

კუპრაძის განცხადებით, მხოლოდ ნაძალადევის რაიონში არის ხუთი სკოლა, რომელიც არ ფუნქციონირებს და მშობლებს საკუთარი შვილების ტარება მოშორებით, სხვა სკოლებში უწევთ, რაც პრობლემებს ქმნის.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია უფასო კვება საჯარო სკოლებში, რადგან ბავშვების დიდი ნაწილი საგაკვეთილო პროცესების დროს შიმშილობს.

“ჩვენ ახლა ვდგავართ ნაგავსაყრელთან, შუა ნაძალადევში, სადაც ტერიტორია სავსეა ნანგრევებით, ნაგვით, გამოყენებული შპრიცებით, აქ ნაგავსაყრელი კი არა, რეალურად უნდა იდგეს მე-14 საჯარო სკოლა, რომელიც 3 წლის წინ დაანგრიეს და დღემდე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ამან შექმნა დამატებითი პრობლემა ნაძალადევის მოსახლეობისთვის, როცა მშობლებს უწევთ, ბევრად მოშორებულ ტერიტორიებზე მათი ტარება, რაც იწვევს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს. ტერიტორია არის მძიმე მდგომარეობაში, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, რაც დიდ საფრთხეს ქმნის აქ მცხოვრები ბავშვებისთვის. მხოლოდ ნაძალადევში, დღეს 5 სკოლაა დანგრეული, რომელზედაც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლების, რომელიც არ ზრუნავს მოქალაქეებზე. ნაძალადევში მცხოვრებმა მშობლებმა ძალიან კარგად იციან, რომ 5 სკოლა არის დანგრეული, არ არის გამოცხადებული ტენდერები, არის ნაგვის ბუდე, მათ უქმნის ყოველდღიურ პრობლემას და ხელისუფლებას ამაზე პასუხები არ გააჩნია.

თბილისელების რეალური პრობლემები არც კახა კალაძეს და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არ აინტერესებს, ეს გარემო კი ამის თვალნათელი მაგალითია. გუშინ შევხვდი ნაძალადევის მოსახლეობას და იგივე მდგომარეობაა 113-ე სკოლასთან. ჩვენი მიზანია, რელური პრობლემები მოგვარდეს, ასევე ჩვენი პროგრამული მნიშვნელოვანი დაპირება, რომ ყველა საჯარო სკოლაში უნდა არსებობდეს უფასო კვება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველა კვლევის მიხედვით, ცხადია, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესის დროს შიმშილობენ. მშობლებმა და მასწავლებლებმა კარგად იციან, რამდენად შიათ თქვენს ბავშვებს, როდესაც კარგავენ გონებას შიმშილისგან სასწავლო პროცესის დროს. ამიტომ, ჩვენი პროგრამული პირობით, თბილისელების მხარდაჭერის შემთხვევაში, ყველა საჯარო სკოლაში იქნება უფასო კვება, რომლითაც მხარს დავუჭერთ ჩვენს მომავალს, რომელიც უნდა ვითარდებოდეს ყველა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ თბილისელებს და თბილისელ 200 ათას მოსწავლეს. ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ, თბილისელებს ისღა დარჩენიათ, 4 ოქტომბერს, არჩევანი გააკეთონ კორუფციულ, რუსულ რეჟიმს, ანტიქართულ ოცნებასა და ევროპულ ოპოზიციას შორის, რომელიც გთავაზობთ უფასო კვებას, პენსიონერებს უფასო მედიკამენტებს, მზრუნველობას და ა.შ. უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, იბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის და მოაგვაროთ, ჩვენთან ერთად, ეს პრობლემები“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა