კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კუპრაძე - შესაბამისი ჩანაწერით დადასტურებულია, რომ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებზე, მაჟორიტარობის, მერობის კანდიდატებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა

ნახვები: 502 ირაკლი კუპრაძე - შესაბამისი ჩანაწერით დადასტურებულია, რომ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებზე, მაჟორიტარობის, მერობის კანდიდატებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.

„აწ უკვე დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით, რომ კოალიცია „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრებზე, მაჟორიტარობის, მერობის კანდიდატებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტიქართული „ოცნების“, ივანიშვილის, კახა კალაძისა და სუს-ის მხრიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ჩვენი, ეშინია ჩვენი მონაწილეობის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არარსებულია რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა, განსაკუთრებულად რეგიონებში, ჩვენს წევრებსა და კანდიდატებზე. ჩვენ ხელთ გვაქვს ის ჩანაწერი, რითაც დასტურდება ერთ-ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესებს, ე.წ. შავ სამყაროს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რომელთანაც თანამშრომლობს „ქართული ოცნება“. ის ასახელებს, რომ სუს-ის ჩართულობითა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მოეხსნა კანდიდატურა კონკრეტული მუქარის, ძალადობის და მოსყიდვის მცდელობის სანაცვლოდ. კახა კალაძე არის როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი. ის მისივე პარტიის წესდების მიხედვით არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ, ყოფით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე. ის არის პასუხისმგებელი მოსყიდვასა და ძალადობაზე, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, მუქარაზე, ე.წ. კანონიერი ქურდების, ე.წ. შავი სამყაროს, კრიმინალების ჩართულობაზე ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული და მას დაეკისრება მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, "ლელო - ძლიერი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი საუბრობს, რომ მას კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ, დაჰპირდნენ სამსახურის შენარჩუნებას, მათ შორის სამსახური ექნებოდა მაშინაც კი, როცა „4 ოქტომბრის შემდეგ, მარტში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა“.

ცნობისთვის, „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ყულარის, პირველი ქესალოს, ყიზილაჯლოსა და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნეს. გარდა ამისა, კანდიდატურა მოხსნა „ლელოს” ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა