კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომეო მიქაუტაძეს ბრალი 9 დანაშაულზე ედება

ნახვები: 394 რომეო მიქაუტაძეს ბრალი 9 დანაშაულზე ედება

ნუ ხარ ცუდ ხასიათზე, - ამ სიტყვებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სხდომათა დარბაზში მყოფ მეუღლეს, ნინო მიქაუტაძეს მიმართა.

„გადასარევ ხასიათზე ვარ, ამ დღეზე ვოცნებობდი",- მიმართა მას ნინო მიქაუტაძემ.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირებს მიმართა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა ფოტო გადაიღო. მან განმარტა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებს მისცა საშუალება, მიქაუტაძეს მისალმებოდნენ, ამით კი დამსწრეებს ბოროტად არ უნდა ესარგებლათ.

„მთავარი მაინც მე ვარ და მე გიხდით მადლობას",- მიმართა მას მიქაუტაძემ.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ასევე, დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მიერ დაკავებულისთვის მისი უფლებების განმარტებისას გახდა ცნობილი, რომ მიქაუტაძეს 9 ბრალდება აქვს წაყენებული.

ამასთან, მოსამართლის კითხვაზე, სცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ის "თავს დამნაშავედ არ ცნობს".

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა