კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა - პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხქვეშ მიწა იწვის

ნახვები: 502 ალეკო ელისაშვილი - მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა - პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხქვეშ მიწა იწვის

„სამართალი დადის ურმითო“ ანდაზა რომ არის, სწორედ ეს შემთხვევაა - ძალიან კარგია, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო - ამ მავნებლების, მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა - პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხ ქვეშ მიწა იწვის, -ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის დაწესებული სანქციები.

ელისაშვილის თქმით, „ყველა მოსამართლემ, პროკურორმა და მოძალადე პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან მათაც წამოეწევა სანქციები.“

„მათ უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური დისკომფორტი ყველგან და მაქსიმალურად უნდა დასანქცირდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი არ ჩერდება. ხალხის წამებისთვის, წვალებისთვის, უსამართლობისთვის და ძალადობისთვის მათ პასუხი უნდა აგონ. სანქციების დაწესება არის ერთ-ერთი პასუხისგების საშუალება. ძალიან კარგია და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეს სამართალი ურმით ადრე თუ გვიან მათაც წამოეწევათ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობამ ეროვნულ სანქციების სიას საქართველოს ხუთი საქართველოს მოქალაქე დაამატა. ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალისა და ძალადობის გამოყენება საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე მოსამართლე კობა ჩაგუნავა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია და სახელმწიფო პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს წინადადება წარუდგინა, ისინი პასუხისმგებელნი არიან გასული წლის და წლევანდელი საპროტესტო აქციების დროს სასტიკ დარბევაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა