კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - დღეს არსებობს შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება

ნახვები: 501 სალომე ზურაბიშვილი - დღეს არსებობს შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დეზინფორმაციის კამპანიებისა და ტექნოლოგიური საშუალებების წინააღმდეგ ინფორმაცია მუშაობს. ასევე, მუშაობს სოციალური ქსელები, რადგან რეგულარული კომუნიკაციის არხები პირდაპირ სამიზნედ იქცა. დღეს არსებობს იმის შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება. პირველი სამიზნეები რეგიონული ჟურნალისტები იყვნენ. მზია ამაღლობელი, ქალი ჟურნალისტი, რომელიც დაკავებულია. პოლიციელმა მას სახეში შეაფურთხა და მან სილა გააწნა. მან 8 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, ხოლო შემდეგ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ჟურნალისტია, რეგიონში, სადაც მსგავსი ჟურნალისტები გვჭირდება, რათა ინფორმაციული ბრძოლები მოვიგოთ. ჩვენ ინფორმაციულ ბრძოლებში ნამდვილად ვერ ვიმარჯვებთ, რადგან ყველა რესურსი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოფიციალური არხები მიზანშია ამოღებული. ამიტომ, სოციალური ქსელების, მათ შორის TikTok-ის გამოყენება გვიწევს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება ინდივიდუალურად შეუძლებელია.

„ამ ბრძოლაში მარტო ვერ გავიმარჯებთ. ეს საერთო ბრძოლაა. მხოლოდ ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ რეალურად დეზინფორმაციის წინააღმდეგ სტრატეგიები შეიმუშაონ, რადგან რუსეთი ამ სტრატეგიებით დიდი ხანია იბრძვის. ამ ყველაფერს წინ საბჭოთა პროპაგანდა უძღოდა, ხოლო არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი არა სამხედრო ლიდერი, არამედ „კაგებეს“ ლიდერია. მასთან გამკლავების მიზნით, საჭიროა ბრძოლის საშუალებების გაზიარება. ეს საერთო ბრძოლაა საერთო მტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა