კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ - კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი

ნახვები: 461 პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ - კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი

ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში! - ასე მიმართა მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ “ქართულ ოცნებას”.

ბურჭულაძემ ბრიფინგზე მერიაში შეტანილ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შეიტანეს, საპასუხო წერილი კი თბილისის მერიამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, არ იყვნენ ვალდებულები, თუმცა თბილისის მერია ოფიციალურად ჩააყენეს საქმის კურსში.

“მოგეხსენებათ, რომ 4 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში ტარდება ეროვნული კრება. ჩვენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია და კანონში არის, მივმართეთ მერიას და შევატყობინეთ. არ ვიყავით ვალდებული, რომ მოგვეთხოვა ნებართვა. შევატყობინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა, რომ ოთხი სცენა დაიდგას თავისუფლების მოედანზე, პარლამენტთან, ოპერასთან და რესპუბლიკის მოედანზე. ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ პასუხი დღეს - ძალიან ბევრნი ნუ შეიკრიბებითო და ერთი სცენა დადგითო.

ბატონებო, ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამის დამწერს ვეუბნებით - ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, ამიტომაც კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, ეს ჩვენი კონსტიტუციით გვეკუთვნის, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში!”, - მიმართა პაატა ბურჭულაძემ სახელისუფლებო პარტიას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა