კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნანა მალაშხია - სასამართლო დარბაზიდან ხელის კვრით, უხეშობით ხალხის გაყრა დაიწყეს, დერეფანში მუშტი-კრივი მიმდინარეობდა

ნახვები: 416 ნანა მალაშხია - სასამართლო დარბაზიდან ხელის კვრით, უხეშობით ხალხის გაყრა დაიწყეს, დერეფანში მუშტი-კრივი მიმდინარეობდა

მე რამდენ ძალადობას ვარ შესწრებული, მათ შორის, მანდატურების აღვირახსნილ ძალადობასაც და დღესაც ერთ-ერთი იყო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ნანა მალაშხიამ აქტივისტ გელა ხასაიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მალაშხიამ აღნიშნა, მანდატურები მოქალაქეებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და სასამართლოს დერეფანში „მუშტი-კრივი გამართეს“.

„მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ პატიმრობაში ტოვებს გელას და მერე უბრალოდ ხალხის გაყრა დაიწყეს სასამართლო დარბაზიდან ხელის კვრით, უხეშობით. მთელს დერეფანში მუშტი-კრივი მიმდინარეობდა, ძალადობდნენ ქალებზე, კაცებზე, წარმოუდგენელი დაპირისპირება იყო სიტყვიერი, ფიზიკური. ადამიანად არ გაგრძნობინებენ თავს, როგორც ცხოველს, ისე გექცევიან.

მე რამდენ ძალადობას ვარ შესწრებული, მათ შორის, მანდატურების აღვირახსნილ ძალადობასაც და დღესაც ერთ-ერთი იყო. უბრალოდ, ჭყლეტაში მოვყევი და ცოტა ცუდად გავხდი ფიზიკურად. სამწუხაროა, რომ ამას რუტინული ხასიათი აქვს უკვე და როდისღაც უნდა გაჩერდნენ ესენი, იმიტომ, რომ არავის ეშინია, უბრალოდ, შეიძლება გახრჩობდეს ეს უსამართლობა. ეს არ დასრულდება ასე მარტივად და რაც უფრო ასეთ სისასტიკეს ექნება ადგილი, მით უფრო მწვავე რეაქცია და სიბრაზე ექნება ხალხს“, - განაცხადა ნანა მალაშხიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა