კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ნახვები: 562 ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.

აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ და დასძინა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ნაწილში ბრალი აბსურდულია, რადგან დაკავების მომენტში სუს-ის წარმომადგენლებს არ ეცვათ სპეციალური ფორმები და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ იყო ცნობილი, ვინ დაესხა თავს. მისივე განმარტებით, დაკავების ოქმში არ არის ასახული წინააღმდეგობის გაწევის ეპიზოდი.

სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც.

"მე ბედნიერი ვარ, რომ თავი არ დავუხარე ბიძინა ივანიშვილს. მე მიმაჩნია, რომ ის არის ქვეყნის მტერი და მიმაჩნია რომ ის უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მმართველობას.

რაც პროკურორმა ბრძანა, არის ტყუილი. დილით ბავშვი მივიყვანე სკოლაში, შემდეგ ჩემს საქმეზე მივდიოდი, „მოლში“ მანქანა იქ გავაჩერე, სადაც მომიხერხდა და შევნიშნე, რომ შავებში ჩაცმული პირების მობილიზება მოხდა, რამაც მაიძულა, რომ მანქანაში ჩავკეტილიყავი, რადგან საფრთხე ვიგრძენი. რომ მცოდნოდა, პოლიციელები იყვნენ, საფრთხეს არ ვიგრძნობდი.

5-6 პოლიციელი იღებდა ვიდეოს… ბიძინა ივანიშვილი 6 წლით მიპირებს პატიმრობაში დატოვებას, კეთილი ინებოს გამოძიებამ და ამოიღოს ეგ ვიდეო და ნახავთ, რომ წინააღმდეგობას არავის ვუწევდი.

რაც შეეხება მეორე ბრალს, ვაღიარებ, ბიძინა ივანიშვილს დავემუქრე, მაგრამ დავემუქრე არა სახელმწიფოს, რადგან ის სახელმწიფოს არ წარმოადგენს, არამედ დავემუქრე კერძო პირს.

ერთი თხოვნა მაქვს, გლდანის ციხეში გამაწესეთ, რადგან ოჯახთან ახლოს ვიყო. იმედი მაქვს ჩემი პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება", - მიმართა მოსამართლეს ზვიად კუპრავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა