Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი - ნანა სანდერი

ნახვები: 534 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი - ნანა სანდერი

პოლიციამ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში, 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზატიო კომიტეტის წევრები იყვნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 18 სამოქალაქო აქტივისტის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა