უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

ნახვები: 550 თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

 

მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი ლარის 2-წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსება თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა. ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის მეორე და ბოლო ტრანშია.

ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დეკემბრის ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს, რაც კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის დადასტურებაა.

კომპანია მოზიდულ თანხებს გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ნაწილობრივ რეფინანსირებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვისთვის გამოიყენებს.

„თიბისი კაპიტალსა და „ემბისის“ შორის მეორე თანამშრომლობა შედგა: მიკრობანკთან ერთად აპრილში 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა დავამტკიცეთ, რომლის ფარგლებშიც ბოლო ტრანში განვახორციელეთ. ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მაღალი ინტერესი ადასტურებს, რომ ეს პარტნიორობა წარმატებულია.  მოხარული ვარ, რომ კომპანიას დაფინანსების მოზიდვაში დავეხმარეთ და ამ ნაბიჯით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასაც შევუწყეთ ხელი. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალის ჩართულობით უკვე 14 წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდა, როგორც ადგილობრივ, ასევე კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე. შედეგად, კომპანია ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. 

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ბაზარზე, რომლის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია. ეს ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ბოლო ტრანშია.  “ემბისის“მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს და ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. საქართველოს საპენსიო ფონდის მხარდაჭერა “ემბისის“ ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში „ემბისიმ“ მოიპოვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი 200 ათასი ლარის მოცულობით.  გრანტის სახით მიღებული თანხა ემისიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდა“, - გია პეტრიაშვილი, “ემბისის”  გენერალური დირექტორი.

“მინდა, მივულოცო კომპანიას „ემბისი“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვება კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს, გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა. ვგეგმავთ, მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი ადგილობრივ კომპანიებს ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლაში, რადგან ჩვენი სააგენტოსთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - მიხეილ ხიდურელი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი.

"ემბისი" პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ საქართველოს 8 რეგიონში, 17 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს მრავალფეროვან საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-სგან “ემბისის” მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა