კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

დონალდ ტრამპი - ისრაელმა და ჰამასმა ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერეს

ნახვები: 507 დონალდ ტრამპი - ისრაელმა და ჰამასმა ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს.

„დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მარადიული მშვიდობისკენ. ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყრობიან!“- წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მან მანდლობა გადაუხადა კატარელ, ეგვიპტელ და თურქ შუამავლებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის.

„დიდი დღეა არაბული და მუსლიმი სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მიმდებარე ქვეყნისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მადლობას ვუხდით შუამავლებს კატარიდან, ეგვიპტესა და თურქეთიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავეს ამ ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენის განსახორციელებლად“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა