კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ორიენტირებული ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 372 ორიენტირებული ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე-ანრი ოხანაშვილი

ორიენტირებული ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე და ძალიან ბევრ საკითხს დასავლელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ. შესაბამისად, საკითხი თუ დადგება და იქნება მსჯელობის საგანი, ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს, რომელიც ენერგოპროდუქტების მიმართულებას მოიცავს.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, წინმსწრებად პოზიციის დაფიქსირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„სამწუხაროდ, აქამდეც ჩვენ ბევრი მიმართულებით დამოკიდებული ვიყავით რუსეთზე, მათ შორის იმ ე.წ. პროდასავლური ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნეს 2012 წელს, აგვისტოს ომიდან 4 წლის თავზე, გადასცეს სტრატეგიული ობიექტები. შეგიძლიათ, დღეს ინფორმაციას გაეცნოთ, რომ ევროპელები თანხას იხდიან მთელ რიგ ენერგორესურსებში და უკრაინის გავლით მიეწოდებათ მათ ეს ენერგორესურსები. ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად თუკი იქნება შესაბამისი საბაზრო ფასით მოწოდებული ისეთი რესურსები, რომელიც ჩვენს ქვეყანას იმის ფუფუნებას მისცემს, რომ სხვადასხვა რესურსით მივიღოთ სხვადასხვა ენერგოუსაფრთხოებაზე წვდომა, რა თქმა უნდა, საკითხები ინება განხილული და ამაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა