კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მტკიცებულებები "ოცნების" ხაფანგზე მეტყველებს - ლალიაშვილი

ნახვები: 458 მტკიცებულებები "ოცნების" ხაფანგზე მეტყველებს - ლალიაშვილი

 უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებები, რომელიც "შაბათის ეთერმა" გადაიღო და გაშიფრა ნათლად მეტყველებს "ოცნების" ხაფანგზე და იმაზე, რომ შესაძლებელია, სასახლის ღობე წინასწარ ყოფილიყო გადაჭრილი. 

მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ მართლაც წინასწერ დაჭრეს რკინის კონსტრუქცია, სისხლის სამართლებრივი პასუხსიმგებლობაში უნდა მიეცნენ ის პირები, ვიცნ ეს პროვოკაცია მოაწყეს.

სისხლის სამართლის თვალსაზრისით, დანაშაულის პროვოკაცია დასჯადი ქმედებაა თვითონ. პირი, ვინც ამ პროვოკაციას ახორციელებს ის არის დასჯადი და არა ის, ვინც დანაშაულებრივ ქმედებას სჩადის. ამიტომ, ეს საკითხები არის გამოსაძიებელი. 

ცალსახად, ეს მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია ეს ღობე წინასწარ ყოფილიყო ასეთ მდგომარეობაში მოყვანილი და ერთ კაცსაც რომ მოეკიდა ხელი, ის გადანგრეულიყო. ეს "ოცნების" ხაფანგზე მეტყველებს. სისხლის სამართლებრივად, თუკი ეს დადგინდება, რომ დანაშუალის პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, სამართლებრივად აბსოლუტურად სხვა შეფასება მეიცემა და შესაძლებელია გამამართლებელი გადაწყვეტილებაც გამოვიდეს", - აცხადებს ლალიაშვილი. 

იყო თუ არა ღობე, რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "შაბათის ეთერმა" მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.   

tvpirveli

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა