კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - ვფიქრობ, სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა

ნახვები: 545 დონალდ ტრამპი - ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - ვფიქრობ, სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ეს ჩემთვის არასწორი იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპი აღნიშმავს, რომ პუტინთან მისი „კარგი საუბრები“ „არსად არ მიდის“.

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერთან ვსაუბრობ, კარგი საუბრები მაქვს და შემდეგ, ისინი არსად მიდის“, - აცხადებს ტრამპი და დასძენს:

„მე ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადების დროა. ბევრი ადამიანი იღუპება".

დონალდ ტრამპს ჰკითხეს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე - „როსნეფტზე“ და „ლუკოილზე“ აშშ-ის მიერ ახლახან გამოცხადებული სანქციების პოტენციურ გავლენაზე.

„ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად ექნებათ გავლენა. ეს არის მასშტაბური სანქციები და სანქციები ნავთობზე, ორ უდიდეს ნავთობკომპანიაზე", - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი გახდება გონივრული.

"იმედია, ის [ვლადიმერ პუტინი] გონივრული გახდება და იმედია, [ვოლოდიმირ] ზელენსკიც გონივრული იქნება. ტანგოსთვის ორია საჭირო, როგორც ამბობენ“, - დასძენს ის.

რუტე კი აცხადებს, რომ დღეს უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინაში-რუსეთის ომის დასრულების „შემდეგ ეტაპზე“ გადაყვანა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა