კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლილი გელაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს ძირითადად ღვინის ინდუსტრია ჰქონდა

ნახვები: 563 ლილი გელაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს ძირითადად ღვინის ინდუსტრია ჰქონდა

[ირაკლი ღარიბაშვილს] საკუთარ ბიზნესში არავინ ეხმარებოდა. ღვინის ინდუსტრია იყო ძირითადად, ეს იყო ღვინის ქარხნები, რომლის ხელმძღვანელი არის მისი მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, - ამის შესახებ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა, თუ რა ბიზნესი ჰქონდა ყოფილ პრემიერს, ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთან, ადვოკატმა განმარტა, თუ რა პერიოდის ჩათვლით ედავებიან ღარიბაშვილს დაუსაბუთებელ ქონებას.

„ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა არა სხვა თანამდებობის პირების მიმართ თანამშრომლობის, არა მათთან რაიმე დანაშაულებრივი კავშირის, არა რაიმე განზრახვის და ბიზნეს დატერორების და ა.შ. შესახებ, არამედ მას ბრალი წარედგინა, კონკრეტულად 2016 წლის შემდეგ პერიოდზე, როდესაც ის პირველად იყო პრემიერ-მინისტრი და დატოვა თანამდებობა - ის წავიდა კერძო ბიზნესში, ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ჰქონდა ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა ძალიან სოლიდური შემოსავლები. ჰქონდა კერძო ბიზნესი, ამ ბიზნესის წარმოების დროს მეორედ მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნება პოლიტიკაში და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაში და რა პირობებში მოხდა ეს ყველაფერი, მას ეს არ სურდა, ეს არ იყო მისი მიზანი - [თანამდებობაზე დაბრუნება] აიძულეს არა, მაგრამ მოხდა. მისი ნების გარეშე ვერავინ ვერაფერს აიძულებდა. [დავა]არის 2016 წლიდან დღემდე პერიოდში ბიზნესწარმოებას, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსულ თანხებს - აი, ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება და ამ პერიოდს მოიცავს. ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და აი, ეს აღიარა.

საკუთარ ბიზნესში არავინ ეხმარებოდა. ღვინის ინდუსტრია იყო ძირითადად, ეს იყო ღვინის ქარხნები, რომლის ხელმძღვანელი არის მისი მამა, ტარიელ ღარიბაშვილი“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა