თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ზურაბ ჯაფარიძე - უვიზო რეჟიმს გააუქმებენ! დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა

ნახვები: 610 ზურაბ ჯაფარიძე - უვიზო რეჟიმს გააუქმებენ! დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა

უვიზო რეჟიმს გააუქმებენ! დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა. იქ ზუსტად ესმით, რომ როცა საქართველოს პასპორტიანი რუსი ვიღაცას პოლონიუმს შეურევს ჩაიში გერმანიაში ან „ნავიჩოკს“ შეაზელს პიჯაკის სახელოში საფრანგეთში, უკვე ძალიან გვიან იქნება, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების ალბათობის პარალელურად, ის ხელისუფლების მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმის საკითხს ეხება და როგორც აცხადებს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად ახალგაზრდებისთვის დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი.

„ძალიან არასერიოზულია შეწუხებული სახეებით არგუმენტირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ „ქართული სირცხვილის“ მიერ დაანონსებული ე.წ განათლების რეფორმა თურმე არ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ქვეყანაში, თურმე პირიქით, გააუარესებს ამიტომ და ამიტომ.

ამ დისკუსიაში შესვლა ნიშნავს, რომ უშვებთ ალბათობას, თითქოს რუსებმა აქ შეიძლება კარგი და სასურველი რეფორმა გაატარონ განათლების სისტემაში.

Come on! რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ისევ ვერ ხვდებით, სად ვართ?

რასაც აპირებენ, მაგის მოკლევადიანი მიზანია, გაწმინდონ კრიტიკული აზრისგან სისტემა და მოკლან ბოლო თავისუფალი სივრცე (რამდენიმე უნივერსიტეტი), ხოლო გრძელვადიანი - დატოვონ მომავალი თაობები კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, რომ ვერ შეძლონ მტრის და მოყვრის გარჩევა.

მაგრამ ამის ლაპარაკსაც არ აქვს დიდი აზრი, რადგან ვისაც ესმის, სად ვართ, იმას ესეც ესმის.

რაც უნდა ითქვას ხშირად და ყველგან არის ის, რომ დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს უნდა მივიდეს იმ ყველა მშობლის ყურამდე, ვინც დღეს გაყურსულია და იმედი აქვს, რომ მისი შვილები აქედან გააღწევენ, სასწავლებლად წავლენ სადმე.

ესაა ასახსნელი ბევრჯერ და ყველგან.

ცოტა ხანში სასწავლებლად წასასვლელად ახალგაზრდას დასჭირდება ჯერ ვიზაზე რიგში დგომა რომელიმე საელჩოში, თავისი აპლიკაციების შევსებით და ფოტოების გადაღებით, მერე მე-12 სასწავლო წლის სადმე დასრულება, მერე ხელახლა ვიზაზე და ა.შ ანუ 100-დან 5 თუ წავიდა, კარგი შედეგი იქნება.

ამაზეა სალაპარაკო და არა იმაზე, როგორი ცუდია თითო ფაკულტეტი თითო უნივერსიტეტში და იმაზე, რომ ამას რუსეთი აკეთებს.

და ბარემ, რადგან ვიზები ვახსენე, უნდა მორჩეს ეს ღლაბუცი - „ჩვენ ვთხოვეთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს და მარტო რეჟიმის საყრდენები დასანქცირდნენ“. რას აკეთებთ? ქულებს იწერთ ხალხის თვალში, რომ უვიზოს გადარჩენას ჩალიჩობთ? ანუ ხვეწნაზეა? ხვეწნის გამო მოგვცეს თავის დროზე? და რომ შეაჩერებენ, მერე რას იტყვით, არ გაითვალისწინეს ჩვენი ხვეწნაო? თქვენ თუ არ იტყვით, იმედი ხომ იტყვის ამას?

გააუქმებენ! დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა. იქ ზუსტად ესმით, რომ როცა საქართველოს პასპორტიანი რუსი ვიღაცას პოლონიუმს შეურყევს ჩაიში გერმანიაში ან „ნავიჩოკს’“ შეაზელს პიჯაკის სახელოში საფრანგეთში, უკვე ძალიან გვიან იქნება.

ამიტომ მორჩით ამ მაიმუნობას. აღარ არის ასეთების დრო“, - წერს ზურა ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა