თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თემურ ჭყონია - „ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, არასწორი გამონათქვამია, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს

ნახვები: 2768 თემურ ჭყონია - „ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, არასწორი გამონათქვამია, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს

„ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია - გზები არ შენდება, უხარისხოა, ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? გზებზე მილიონებია დახარჯული, მიდიხარ და მანქანები „ხტუნაობით“ დარბიან, ეს შეიძლება?- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ კორუფცია, შესაძლოა, არის, თუმცა ამას ბიზნესი ფართოდ ვერ გრძნობს.

თემურ ჭყონიას თქმით, მას ვერც წარმოედგინა, ქვეყანაში თუ ამ დონის კორუფცია არსებობდა.

„ბიზნესში შენ შეიძლება ვერ გრძნობ კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია. კორუფცია არის ქვეყნის ავადმყოფობა და თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს. ამ მასშტაბის კორუფცია, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, არ ვიცი, რამდენი წელიწადია საქართველოში ვარ, ამდენ ადამიანს ვიცნობ ვისაც ხელი წაუცდება, მაგრამ თუ ამ დონის კორუფცია იყო, ასეთი თანხების, ვერც წარმომედგინა და ეს თანხები თუ არსებობდა საქართველოში, ესეც არ ვიცოდი.

შეიძლება კორუფცია შენ შენ თავზე ვერ იგრძნო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ასეთი დამღუპველი კორუფცია. როდესაც სკოლები არ რემონტდება, არ შენდება, გზები არ შენდება, უხარისხოა - ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? გზებზე მილიონებია დახარჯული, მიდიხარ და მანქანები „ხტუნაობით“ დარბიან, ეს შეიძლება? ბავშვები ვერ სწავლობენ იმის გამო, რომ სკოლა არ აშენდა თავის დროზე. ამას წინათ, რაღაც სკოლა აჩვენეს, ისეთი ფასადი ჰქონდა და ისეთი სიბინძურე იყო“.... განაცხადა თემურ ჭყონია.

მან ასევე ისაუბრა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებულ გამოძიებაზე. ჭყონია იმედოვნებს, რომ დაწყებული გამოძიება არ შეჩერდება.

„ერთი მომენტია, კორუფციის თემას, რა გაგრძელება ექნება. მე იმედი მაქვს, რომ შეუჩერებელი იქნება და უნდა იყოს შეუჩერებელი იმიტომ, რომ ახლა რომ ვაკვირდები, არიან ადამიანების კატეგორიები, ინტერვიუებსაც იძლევიან, ისეთი ტიპები, რომლებიც კორუფციას ებრძვიან და მე მგონი, ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან, ვატყობ, სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის“, -განაცხადა თემურ ჭყონიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, უჭერს თუ არა მხარს განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას, როგორც ჭყონიამ აღნიშნა, „განათლება რომ რეფორმას საჭიროებს, რად უნდა ამას ლაპარაკი, ამ გაუნათლებელ ქვეყანაში“.

„ეს არის თემა, რომელიც არის განხილვის, შესწავლის და ა.შ. თემა, თორემ რეფორმას რომ საჭიროებს განათლება, რად უნდა ამას ლაპარაკი, ამ გაუნათლებელ ქვეყანაში“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა