თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროკავშიორის გაფართოების ანგარიში - საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო გაფართოების პროცესს დააშორა

ნახვები: 438 ევროკავშიორის გაფართოების ანგარიში - საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო გაფართოების პროცესს დააშორა

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე 2025 წლის კომუნიკეში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქვედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება.

აღინიშნება, რომ მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლოს სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით.

“ევროკომისია ქართველი ხალხისადმი თავის ურყევ მხარდაჭერასა და ევროპული მომავლისკენ ქართველების მხარდაჭერის გაგრძელებისთვის თავის მზაობას იმეორებს.

საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო მთელი სპექტრის საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს - სასამართლოს სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით. ბალანსისას და დემოკრატიულად გადაწყვეტილების მიღების პრინციპის წაშლამ, ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად, გამოიწვია აღმსარულებელი ძალის გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფო მიტაცება.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებასმ არ ეძიოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ვალდებულებისგან მათი გადახვევა.

პარალელურად, საქართველოს მთავრობამ სისტემატურად გაავრცელა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია, და რელევანტური რეფორმების (მაგალითად, 9 ნაბიჯის) აღსრულებისადმი არავითარი პოლიტიკური მზაობა არ გამოხატა, რომლებიც 2023 წლის 8 ნოემბერის ევროკომისიის რეკომენდაციებში არის ასახული და რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის გზაზე ქვეყნის პროგრესისთვის.

საქართველოს მთავრობის ქვედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. შედეგად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. სანამ საქართველოს მთავრობა ქვედებების თავის კურსს არ შეცვლის, ევროკომისიამ, თავის მხრივ, ევროპულ საბჭოსთან ერთად, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები შეამცირა, შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ არგებდა საქართველოს მთავრობას, და ასევე გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ძალისხმევები. 2025 წლის იანვარში, ევროკომისიის წინადადებაზე დაყრდნობით, ევროპულმა საბჭომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერება გადაწყვიტა, და ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი/ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის სავიზო გამონაკლისები შეაჩერა,” - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა