კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

ნახვები: 569 ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა გორის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი , შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი და ყოფილი სპორტსმენი ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც გორის „ვისკის საქმეზე“ იყო დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ბორის გოგიჩაიშვილი პატიმრობიდან სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეცვალა მას აღკვეთის ღონისძიება 2 ნოემბერს პატიმრობა გირაოთი.

გოგიჩაიშვილი იმ შვიდ პირთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ალკოჰოლის არალეგალური წარმოების საქმეზე დააკავეს. ბრალდებულებს შორისაა ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკიც.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები გორში, იჯარით აღებულ ფართში აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებსა და ინახავდნენ უაქციზო სიგარეტს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების შედეგად ამოღებულია 75 ათასზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ძიუდოში, 2021 წელს გახდა გორის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.

საქმეზე დაკავებული სხვა პირები ისევ პატიმრობაში რჩებიან. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა