კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკომისიის პრესსპიკერი - შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის

ნახვები: 639 ევროკომისიის პრესსპიკერი - შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის

შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ „ევროსკოპის“ რედაქტორს, თამარ ნუცუბიძეს განუცხადა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არ ინფორმაციას, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, პრესსპიკერმა უპასუხა:

„გასულ კვირას გამოვაქვეყნეთ გაფართოების ანგარიში, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იყო უკუსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებით და ეს უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. სიტუაცია გაუარესდა გასული თვეების განმავლობაში და ჩვენ აღვნიშნეთ დემოკრატიული უკუსვლა“.

მისი თქმით, ბრიუსელმა შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც იცით, შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო არსებულ სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე. ასე რომ, გაფართოების ანგარიშთან, გაფართოების ფორუმთან დაკავშირებით შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე, საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ინფორმაციისთვის, გაფართოების ფორუმი ბრიუსელში 18 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა