პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა

ნახვები: 436 28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა

28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მსვლელობა 19:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„28 ნოემბერს ერთი წელი გადის მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა, რუსულმა და უღირსმა რეჟიმმა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს „ღირსებით ევროპისკენ“ სვლას ჰპირდებოდა, ღიად თქვა უარი ქვეყნის ევროპულ გზაზე.

ერთი წელია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების სისტემურ წამებას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ მძევლად აყვანას, უწყვეტი, მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს.

ევროპულ მომავალზე უარის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.

ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, კონსტიტუციისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის, ხარისხიანი განათლებისთვის და კიდევ ბევრი სხვა სიკეთისთვის ბრძოლაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ევროპულ სივრცეში, თავისუფალ სამყაროშია შესაძლებელი.

დღეს აქ ვდგავართ უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე ადამიანები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საპროტესტო ჯგუფები, პრინციპული პოზიციის გამო რეპრესირებული საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პატიმრების წარმომადგენლები და ერთად ვაცხადებთ, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო მთავარი - შეეჩერებინა წინააღმდეგობა. სანამ ჩვენ ვიბრძვით, ვმოქმედებთ, არ ვნებდებით, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს.

მივმართავთ პოლიტიკურ ტყვეებს ციხეებში: გვინდა იცოდეთ, რომ არ გავჩერდებით, ბრძოლას არ შევწყვეტთ მანამ, სანამ ყველა თქვენგანი არ გათავისუფლდება, რეჟიმი არ გატყდება და არ დაინიშნება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხი დაიბრუნებს წართმეულ სახელმწიფოს და ქვეყანას დააბრუნებს ევროკავშირში გაწევრების ისტორიულ გზაზე.

28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ.

ჩვენ აქ ვართ, ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე, გამარჯვებამდე!“,- აცხადებენ ორგანიზატორები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა