კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი - დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს

ნახვები: 554 გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი - დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს

„ქართული ოცნება“ ქართულ დემოკრატიას კვლავ თავს ესხმის, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.

„მათ მედიის თავისუფლების შეზღუდვით დაიწყეს, შემდეგ ოპოზიციური პარტიები აკრძალეს, ახლა კი თავიანთი მმართველობის გამყარების მიზნით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას ართმევენ. დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს“, - წერს ჯეიმს მაკკლირი X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა