კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას

ნახვები: 407 ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას

ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას. ევროპას ხშირად აკრიტიკებენ, რომ საკმარისად აგრესიული არაა, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, რუსული [გაყინული] აქტივების კონფისკაცია, რაც უკვე დიდი ნაბიჯია, არა მხოლოდ უკრაინას დააფინანსებს რამდენიმე წლით - როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ, ვფიქრობ, ის ასევე ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას. ერთ-ერთი კრიტიკა, რომელსაც ევროპა ხშირად ისმენს, ის არის, რომ ისინი საკმარისად აგრესიულები არ არიან.

მოკავშირეების დედაქალაქებში ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე ძლიერები მაშინ ვართ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ…

ერთ-ერთი საუბარი, რომელიც რამდენჯერმე გამიგია ჩვენი მოკავშირეებისგან არის, რომ რაც თებერვალში შეუძლებლად მიიჩნეოდა, ივნისში განიხილება როგორც: „აქამდე რატომ არ გავაკეთეთ, სექტემბერში?” ეს ევროპის ყველა ამ მოქმედების ისტორია იყო. და, ვფიქრობ, რომ მათთვის მამაცად მოქმედების დრო ახლაა,” - განაცხადა უიტაკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა