კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ

ნახვები: 387 დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ყველა ფაილის გამოქვეყნებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, 30 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს ეპშტეინის საქმეზე მიმდინარე გამოძიებიდან ყველა ინფორმაცია მოძიებადი და ჩამოსატვირთი ფორმატით.

„შესაძლოა, „დემოკრატების“ და ჯეფრი ეპშტეინთან მათი კავშირის შესახებ სიმართლე მალე გამოვლინდეს, რადგან მე ახლახან მოვაწერე ხელი კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ!“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

ტრამპის მხარდაჭერით, კანონპროექტი გუშინ კონგრესის ორივე პალატამ, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცა.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ის ციხეში გარდაიცვალა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა