კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთ საათიანი შეხვედრიდან 45 წუთი კობახიძე სწორედ 607 მილიონ დოლარზე საუბრობდა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილისთვის უმთავრესი ამოცანაა

ნახვები: 453 თინა ბოკუჩავა - აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთ საათიანი შეხვედრიდან 45 წუთი კობახიძე სწორედ 607 მილიონ დოლარზე საუბრობდა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილისთვის უმთავრესი ამოცანაა

დიდი შანსია, რომ ბრიტანეთში, სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, ივანიშვილმა მაინც ვერ შეძლოს 607 მილიონის დაბრუნება იმიტომ, რომ შესაძლოა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და აშშ-ს მიერ სანქცირებულ და ბრიტანეთის მიერ შესწავლის ქვეშ მყოფ პირს, ეს თანხა არ მიეკუთვნოს. ივანიშვილი, ვისთვისაც ფული ყველაფერია, სინამდვილეში ნომერ პირველი უსამშობლოა -მზად არის, ივაჭროს ქვეყნით, ადამიანებით იმისათვის, რომ გამოივაჭროს თავისი 607 მილიონი, - ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა 24 ნოემბერს ლონდონში ჩანიშნულ პროცესს, რა დროსაც სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს ბერმუდაზე ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე.

თინა ბოკუჩავას შეფასებით, 24 ნოემბერს, როცა დიდმა ბრიტანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე დღე აღმოჩნდეს.

„ივანიშვილმა მისი ფულის გამო ქვეყანა ტყვედ აიყვანა, რადგანაც თვლის, რომ ეს 607 მილიონი, რომელიც სინამდვილეში, კერძო დავის საგანი იყო მასა და შვეიცარიულ ბანკს შორის, ახლა უხილავ მასონთა ლოჟას აქვს დროებით მიტაცებული და მისი დაბრუნების მიზნით ივანიშვილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა. ახლა ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკონ, რომ საბოლოო ჯამში, მან დაიბრუნოს ეს 607 მილიონი. მე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე ვიზიტი, რაც შედგა საქართველოში აშშ-ს მხრიდან და ეს იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, ერთ საათიანი შეხვედრიდან ირაკლი კობახიძე 45 წუთი სწორედ ამ 607 მილიონ დოლარზე საუბრობდა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილისთვის დღეს, უმთავრესი ამოცანაა. დიდი შანსია, რომ ბრიტანეთში, სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, ივანიშვილმა მაინც ვერ შეძლოს ამ 607 მილიონის დაბრუნება იმიტომ, რომ შესაძლოა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულ და ბრიტანეთის მიერ შესწავლის ქვეშ მყოფ პირს, ეს თანხა არ მიეკუთვნოს. ივანიშვილისთვის, ვისთვისაც ფული ყველაფერია, სინამდვილეში ნომერ პირველი უსამშობლოა, არაფერი აინტერესებს საკუთარ ფულზე მეტად და მზად არის, რომ ივაჭროს ქვეყნით, ადამიანებით იმისათვის, რომ გამოივაჭროს თავისი 607 მილიონი. 24 ნოემბერი, როცა დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შესაძლოა მისთვის ძალიან მძიმე დღე აღმოჩნდეს“- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების’ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც 24 ნოემბერს ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცესის შესახებ საუბრობს. როგორც ადვოკატი განმარტავს, სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

„ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან სპეკულაციურად განიხილება თემა, რომელიც 24 ნოემბერს, ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცეს უკავშირდება. კერძოდ, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ყველა წინა დავა სწორედ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა“. აცხადებს თემო წიქვაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა