კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - , თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი - უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა, რათა მოკლე ვადაში გავიმარჯვოთ

ნახვები: 391 ნიკა მელია - , თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი - უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა, რათა მოკლე ვადაში გავიმარჯვოთ

პარტიულ ეგოიზმზე ფიქრი, არამხოლოდ უზნეობაა, არამედ, ჩამორჩენილობაც - პარტიების აკრძალვაზე პარადოქსული პოზიცია მაქვს: თუკი, კვერის დაკვრაა, ამ სიშლეგეს დავეთანხმებოდი, დარწმუნებული ვარ, რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა ნულიდან აშენდება, თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „რეჟიმის მხრიდან რეპრესიები“ საზოგადოების რწმენაში გატეხას ემსახურება.

„ორიოდე სიტყვით ვიტყვი, ამ ჭაობიდან ამოსვლა როგორ მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ დარჩება შინაგანი პროტესტი და პროტესტი, რომელიც თავის სიტყვას იტყვის სწორ დროსა და მოცემულობაში. პარტიულ ეგოიზმზე ფიქრი, არამხოლოდ უზნეობაა, არამედ, ჩამორჩენილობაა თავიდან ბოლომდე.

სირცხვილიც კი არის დღეს ადამიანი პარტიაზე, ფრაქციაზე ფიქრობდეს. ბევრი მიფიქრია პარტიების აკრძალვაზე ციხეში, გაგიკვირდებათ და პარადოქსული პოზიცია მაქვს. თუკი, კვერის დაკვრაა, ამ სიშლეგეს დავეთანხმებოდი, დარწმუნებული ვარ, რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა ნულიდან აშენდება. თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი. ჩვენა ახლა გვჭირდება ხალხის წიაღში საკუთარი თავის აღმოჩენა. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ, ხალხის წიაღში არაა, ბევრი მიზეზის გამო შეიძლება ეს აიხსნებოდეს. პარტიული პოლიტიკა მეათე ხარისხოვანია. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ადამიანებს, რომლებიც 29-ე დღეა, შიმშილობენ რუსთაველის გამზირზე, მინდა მათ და ყველა ადამიანს ამ ბრძოლაში გამძლეობა და სიმართლის თქმა ვუსურვო. ეჭვიც არ მეპარება, თუკი მტკიცე ნერვებს გამოვიჩენთ, გამარჯვება იქნება გარდაუვალი.

არ შეგვეშალოს, რეჟიმის მხრიდან რეპრესიები მხოლოდ მათი საშუალებაა და რასაც ისინი ჩადიან, რწმენაში ჩვენი გატეხაა. დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთში რას ვსაუბრობთ იმასაც კი, რას საუბრობენ ტელე ეთერებში, რას ასხივებენ. შეიძლება აქციაზე ვერ გავიდეს ადამიანი, მაგრამ ფინჯან ყავაზე მეზობელს რომ ესაუბრება, იქაც რწმენას უნდა ასხივებდეს. ყველას მინდა ვთხოვო, ვისთვისაც ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანია, 28 ნოემბერს ბევრი ვიყოთ. სამწუხაროდ, ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი. მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა. ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ მოკლე ვადაში მივაღწიოთ გამარჯვებას, წლების განმავლობაში ამას პირიქით ვაკეთებდით.

დავიგეგმოთ გრძელი დისტანციისთვის და ვეცადოთ მაქსიმალურ მოკლე დისტანციაში დავფაროთ.... ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა [სააკაშვილმა] ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები. ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით და თავს ვიკავებ. მიუტანენ მას ამას და მის რამდენიმე თანამოაზრეს და მიხარია, რომ მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა. მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ”,- აცხადებს მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა