კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნახვები: 424 ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებული, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ელენე გოგუაძის გადაწყვეტილებით, მას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ათვლის ვადა 20 ივნისია.

მოსამართლემ განმარტა, თუ რატომ არ გამოიყენა სასჯელის სახედ ჯარიმა. როგორც გოგუაძემ აღნიშნა, დანაშაულის რეციდივს ჰქონდა ადგილი. გოგუაძის თქმით, როდესაც რეციდივს აქვს ადგილი, სასჯელს ერთი წელი უნდა დაემატოს.

ასევე, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მელიას შემთხვევაში შემამსუბუქებელი გარემოება იყო ის ფაქტი, რომ მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა მელია პოლიციამ მიმდინარე წლის 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ნიკა მელია მსჯავრდებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა